პრეზიდენტის გეგმა ოპოზიციისთვის - პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში

23.09.24 20:41
პრეზიდენტის გეგმა ოპოზიციისთვის - პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში

პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში? - ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.

სალომე ზურაბიშვილმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.

მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.

"მე გთავაზობთ, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრებების პარტიები, საზოგადოება, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს" - თქვა პრეზიდენტმა.

ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ერთგული იმ ხელმოწერისა, ქარტიისა, ეს არ არის მხოლოდ "მოვაწერე ხელი და ყველანი ვართ კარგი ბიჭები და კარგი ქალები" და მერე სხვა რამეზე ვისაუბროთ და რაღაცა, ეს არის სამოქმედო გეგმა, ეს არის ტექნიკური მთავრობა თუ პროფესიონალების მთავრობა, რომელიც უნდა შეიქმნას კონსულტაციებით პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ არა მათ მიერ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან.

ვისაც ეს არ სჯეროდა, ყველაფერმა გვაჩვენა ამ დღეებშიც და წინა პერიოდშიც, რომ თუ ეს არაა, მერე იწყება, "არა, ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი, ჩემი მინისტრი, მე ამდენი, ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები". შეუძლებელია, აგერ არის დემოკრატიაში ჩვენზე ბევრად გამოცდილი ქვეყანა, საფრანგეთი, სადაც ზუსტად ეს შეცდომა არის ზუსტად დაშვებული, რომ ცდილობენ, პოლიტიკურ კოალიციურ მთავრობა შექმნას, სადაც არის ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალები.

ერთადერთი დაძლევის საშუალება და ეს არის მოდელი, რომელიც არსებობს ევროპაში, იტალიამ გვაჩვენა, საბერძნეთმა გვაჩვენა, კრიზისის დროს და მოკლე ვადით, საჭიროა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველას მიერ აღიარებულები და ეს თავისთავად არის დეპოლარიზაცია, რადგან ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში, არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არ უნდათ პრინციპში პოლიტიკური მომავალი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან მზად, ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, 1 წლით.

ეს არის ის, რაც უნდა დავიბრუნოთ - ვემსახუროთ ქვეყანას. როგორც ჩვენი ჯარისკაცები ამბობენ ფიცის დადების წინ - ვემსახურები საქართველოს - ასე უნდა იყოს პოლიტიკოსებიც, პოლიტიკური პარტიები და მაშინ იქნება ეს ქვეყანა მართლაც დაცული.

ასე რომ მე გთავაზობთ, ამ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, რომელიც მთლიანად კონსოლიდირებულია თავისი დაუკიდებლობის დაცვაში, ქვეყნის გადარჩენაში, ყველანი ერთად დავდგეთ, სადაც უნდა ვიდგეთ  და ვემსახუროთ საქართველოს" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები