დათმობით რუსეთს უღვივებ მადას, ეს თუ არაა ომის გამოწვევა, რაა მშვიდობის პოლიტიკა - ზურაბიშვილი

23.09.24 21:01
დათმობით რუსეთს უღვივებ მადას, ეს თუ არაა ომის გამოწვევა, რაა მშვიდობის პოლიტიკა - ზურაბიშვილი

"დათმობით რუსეთს უღვივებ მადას, ეს თუ არაა ომის გამოწვევა, რაა მშვიდობის პოლიტიკა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს პირდაპირ თქვა, რომ "ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყანა კონფრონტაციაში, დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვაში მიჰყავს".

ეს არის კონფრონტაციის, ეს არის ომის - შიგნით თუ გარეთ, შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, წარმოუდგენელ დათმობებზე რომ მიდიხარ ყველა მხრივ - შენ რას შვები, როცა ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ, შენ უღვივებ მას მადას და სხვას არაფერს, და ეს მადა როცა არის გაღვივებული, და შენს გვერდით, მეგობრად აღარავინ აღარ არის და ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ არ ვიცი რა არის მშვიდობის პოლიტიკა. ამ ხელისუფლებას ქვეყანა კონფრონტაციაში, დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვაში მიჰყავს", - ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები