ხოშტარია: უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი - ევროპა იყოს არა მხოლოდ მომავალი, არამედ გახდეს ჩვენი აწმყო

23.09.24 21:50
ხოშტარია: უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი - ევროპა იყოს არა მხოლოდ მომავალი, არამედ გახდეს ჩვენი აწმყო

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდნენ - კუს ტბაზე სიტყვით გამოსვლის დროს გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა განიხილეს და საქართველოს მოქალაქეებს კოალიციის გეგმა გააცნეს.

თავდაპირველად, ამომრჩევლის წინაშე ელენე ხოშტარია წარსდგა, რომელმაც განაცხადა, რომ სასწორზე საქართველოს ევროპული მომავალი და რუსეთი დევს, ამიტომ ხოშტარიას განმარტებით, ახლა საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

სიმტკიცე ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როგორც არასდროს. სიმტკიცე ჩვენ მოგვიტანს ევროპულ მომავალს, რომელიც არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. საქართველო არის და იქნება ევროპის ნაწილი. ჩვენ უახლოესი თვეების განმავლობაში მთელი მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი შემართებით, ჩვენი ღირსებით, ჩვენი ერთიანობით. ყველანი ვიდექით ერთად და ვამბობდით ერთადერთ რამეს. ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. 26-ში ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი. ევროპა იყოს არა მხოლოდ მომავალი, არამედ გახდეს ჩვენი აწმყო", - ამბობს ელენე ხოშტარია.

მსგავსი სიახლეები