ჩვენ ერთად მთებს გადავდგამთ, არათუ ბიძინა ივანიშვილს - სამნიძე
კუს ტბაზე, კოალიცია "ცვლილებებისთვის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველის წინაზე ხათუნა სამნიძე წარსდგა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა და განაცხადა, რომ საქართველოს სიცოცხლისთვის სწორედ ევროპული მომავალი სჭირდება.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი ერთიანობით არათუ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მთებსაც კი გადადგამს.
ისე მოხდა, რომ 2024 წელი ჩემი სიცოცხლისთვის ბრძოლის წელი აღმოჩნდა და ისეა, რომ 2024 წლის არჩევნები ჩვენი ქვეყნის სიცოცხლისთვის ბრძოლის არჩევნებია. ამ ქვეყანას სიცოცხლისთვის სჭირდება სწორედ ევროპა და ევროპული მომავალი. მე ვარ ძლიერზე ძლიერი, რომ დღეს ვარ ისეთ ქალებთან ერთად, როგორიც არის ელენე და ნანა, რომელთა ბრძოლაც ყველას გინახავთ და იცით, როგორია. როგორ არ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენ, ერთად, სოლიდარობით, ერთმანეთის მხარდაჭერით შევძლებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ევროპა დღეს, ის იყოს ჩვენი აწმყო. რა არ გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ქალების დისკრედიტაცია მოეხდინა. ყველას გვახსოვს გაშავების კამპანია, რა არ თქვეს ჩვენზე. ყველა ჩვენ ენერგიას გამოვიყენებთ, რომ არ წაგვართვან ჩვენი ევროპული მონაპოვარი", - ამბობს ხათუნა სამნიძე.