რუსეთის ყველა ინტერესი საქართველოსთან მიმართებით "ოცნებამ" ხუთიანზე შეასრულა - კაპანაძე

23.09.24 22:47
რუსეთის ყველა ინტერესი საქართველოსთან მიმართებით "ოცნებამ" ხუთიანზე შეასრულა - კაპანაძე

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი სერგი კაპანაძე "ქართულ ოცნებას" რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ სწორედ მმართველი პარტიაა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაყინა.

სერგი კაპანაძე ივანიშვილის გუნდის მიერ ბოლოდროინდელ ქმედებებს უსხვამს ხაზს და ამბობს, რომ საქართველოს ამჟანიმდელმა ხელისუფლებამ ოკუპანტი ქვეყნის ყველა ინტერესი პირნათლად შეასრულა.

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთის ყველა ინტერესი საქართველოსთან მიმართებით ყოფილიყო შესრულებული. რუსეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არის, რომ საქართველომ შეაჩეროს სვლა ნატოსკენ და ამ ხელისუფლებამ როგორც რიტორიკულად, ასევე ნაბიჯებით შეაჩერა სვლა ნატოსკენ. რუსეთის ინტერესი არის, რომ საქართველო არ იყოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასევე შეაჩერა "ოცნებამ". რუსეთის ინტერესი არის, რომ საქართველო არ იყოს დემოკრატიული ქვეყანა და ისეთი ტიპის კანონები და მმართველობა ჰქონდეს, როგორიც რუსეთშია. საქართველოს ხელისუფლებამ ეს გააკეთა ხუთიანზე", - ამბობს სერგი კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები