"ქართული ოცნების" რღვევა დაწყებულია - გიორგი ბოტკოველი

14.08.21 04:15
"ქართული ოცნების" რღვევა დაწყებულია - გიორგი ბოტკოველი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნების" რღვევა დაწყებულია. მისი თქმით, მმართველი გუნდიდან პარტიის წევრების წასვლა სწორედ ამაზე მიანიშნებს.

ეს ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ არა "ქართული ოცნებაა" საფრთხის წინაშე, არამედ "ქართული ოცნების" ხელში დღევანდელი ჩვენი ქვეყანა არის საფრთხის წინაშე. ეს გადაწყვეტილებებიც ამ ადმიანების, დარწმუნებული ვარ, ამის გამოძახილია. დღეს "ქართული ოცნება" ყველაზე არასანდო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გააღატაკა მოსახლეობა. ის, რომ დღეს რომელიმე პოლიტიკოსი გადადის სხვა და სხვა პოლიტიკურ ძალაში, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ დღეს "ქართული ოცნების" რღვევა დაწყებულია და 2 ოქტომბერს დასრულდება ეს რღვევა და აღარ იქნება ამ ქვეყანაშის ის მმართველობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის უკან-უკან სვლას, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.