ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

23.09.24 23:31
ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობას დაეთმო და ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილი აღინიშნა.

პრემიერმინისტრმა გენერალურ მდივანს საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის პროცესში"- ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს აშშ-ში გაემგზავრა. ის გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

მსგავსი სიახლეები