უსახური მარიონეტის ფსკერის გამხვრეტი განცხადებები - ბუაძე კობახიძეზე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ივანიშვილის ხელისუფლებას ქართველი ხალხის ღალატში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველი ხაზის" ეთერში აცხადებს, რომ "ოცნებამ" საზოგადოების ეროვნული გენეტიკური კოდისა და ქართველობის წინააღმდეგ გაილაშქრა.
ამასთან, საბა ბუაძე მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ განცხადებებს "ფსკერის გამხვრეტად" მოიხსენიებს და პრემიერ-მინისტრს "უსახურ მარიონეტს" უწოდებს.
თუ ივანიშვილის ხელისუფლება არ შეიცვლება, ამ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. ივანიშვილის მოღალატეობრივი ხელისუფლების ცვლილება არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით გამძაფრდა იმ ფონზე, როდესაც განიზრახა ღალატის დიაპაზონის გაფართოება და უკვე ქართველი ხალხის სახელით ბოდიშის მოხდა მათთვის, ვინც ეთნოწმენდა მოაწყო. რასავ ივანიშვილი გვთავაზობს ჩვენ არის ქართველობის უარყოფა, ჩვენი ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ წასვლა და ჩვენი ეროვნული გენეტიკური კოდის უარყოფა. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ", - ამბობს საბა ბუაძე.