"ქართულ ოცნებასაც" აქვს თავისი დაისი - სერგო ჩიხლაძე

14.08.21 04:22
"ქართულ ოცნებასაც" აქვს თავისი დაისი - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ქართული ოცნებიდან" პარტიის წევრების ეტაპობრივ წასვლას ეხმიანება. ჩიხლაძის თქმით, ეს კანონზომიერია, რადგან მმართველ გუნდსაც აქვს თავისი პოლიტიკური დაისი. 

ის, რომ ადამიანები გაედინებიან პარტიიდან, ეს კანონზომიერია, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს თავისი დაისი. ყველა ხვდება, რომ სამუდამოდ ვერ გამოეკერებიან ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, ადამიანები უკვე იწყებენ ზრუნვას სამომავლოდ სად მოხვდნენ, როგორ მოხვდნენ. ეს ბუნებრივი, კანონზომიერი მოვლენაა ასეთ პარტიებში, როდესაც ხალხი არის გაერთიანებული არა იდეით, არამედ ხელისუფლებაში ყოფნიდან რა მეტი სარგებელი მიიღონ, - ამბობს ჩიხლაძე.