საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები რუსულ სერვერებზე - ექსპერტები "იანდექს ტაქსის" აკრძალვას ითხოვენ

24.09.24 11:30
 საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები რუსულ სერვერებზე - ექსპერტები "იანდექს ტაქსის" აკრძალვას ითხოვენ

 საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები რუსულ სერვერებზე - ხელისუფლების მიერ "იანდექს ტაქსის" დაჯარიმების შემდეგ ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. ნიკო მიქაია პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიის დაჯარიმება გამოსავალი არ არის და საჭიროა, მთავრობას ქვეყანაში მისი ფუნქციონირება საერთოდ აეკრძალა. მისი თქმით, მსგავსი დიდი კომპანიები რუსულ ФСБ-თან არიან კავშირში და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები ცუდი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. 

ამხელა კომპანიები რუსეთში არ არსებობს, ვერ ფუნქციონირებენ ФСБ-თან და ზოგადად, სპეცსამსახურებთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე. სპეცსამსახურებმა იციან საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშები, პირადი ნომრები, პირადი მონაცემები და ამავდროულად, იციან თუ სად გადაადგილდებიან ეს ადამიანები. შეიძლება ძალიან ცუდი მიზნებითაც გამოიყენონ.
რაც შეეხება მთავრობის რეაგირებას, ბუნებრივია, მათ რამდენიმე გზა ჰქონდათ. პირველი ის, რომ საერთოდ თვალები დაეხუჭათ ამ ყველაფერზე, მეორე წასულიყვნენ ამ მიმართულებით და რაღაც სასაცილო ჯარიმა დაეწერათ ამხელა კომპანიისთვის. და, მესამე -  სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ის, რომ საერთოდ უნდა აეკრძალათ მსგავსი კომპანია საქართველოში, - ამბობს ნიკო მიქაია. 

 

ექსპერტი ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები შესაძლოა, მათთვის არასასურველი პირის ლიკვიდაციისთვისაც კი გამოიყენოს. 

ცალკე აღებული აიპი მისამართი შესაძლოა, არ წარმოადგენდეს მნიშვნელოვან პრობლემას და ვთქვათ, ეს არ იყოს რისკის შემცველი ადამიანებისთვის, მაგრამ სხვა მონაცემებთან თანხვედრისას, ამ მონაცემებთან შეჯერებისას, ის აწვდის ინფორმაციას ადამიანის იმწუთიერ ლოკაციაზე, მის გადაადგილების მარშრუტრებზე, მისი სამსახურის ადგილმდებარეობასა თუ საცხოვრებელი ბინის მისამართზე და ამიტომ, ამ მასალებზე დაყრდნობით შესაძლოა, დაიგეგმოს, მაგალითად, იმგვარი ტერორისტული აქტი ან მიუღებელი პიროვნების ლიკვიდაცია, რომელშიც რუსული სპეცსამსახური არაერთხელ არის შემჩნეული მათ შორის ევროპის ტერიტორიაზე. ამიტომ ამგვარი მოქმედებები არ უნდა დავუმალოთ რაღაც 4 ათას ლარიან ჯარიმებზე, - ამბობს

რამდენიმე წლიანი ხმაურის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი იძულებული გახდა, შეესწავლა და დაედასტურებინა, რომ კომპანია "იანდექს ტაქსი",  რომლის შემოსვლასაც სარქართველოში თავის დროზე დიდი ხმაური მოჰყვა, რუსეთში მდებარე სერვერებით სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მგზავრის ფოტოები, საბანკო ანგარიშები, ელქტრონული ფოსტები და გადაადგილების მარშრუტიც კი რუსელ სერვერზე არქივდება ანუ ვიღაც მოსკოვში მარტივად არკვევს, როდის, სად იმგზავრეთ და რა არის თქვენი საბანკო ანგარიში. ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს კანონდარღვევაა და "იანდექსი" 4 ათასი ლარით დააჯარიმა. 

მსგავსი სიახლეები