ვინ არის?! ვინ ეკითხება და რა უფლებები აქვს?! - თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას აკრიტიკებს
"კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი "ევროპული საქართველოს" წევრს, გიგა ბოკერიას ღიად აკრიტიკებს. ჩარკვიანის ბოკერიას იმ ინიციატივით არის უკმაყოფილო, რომლის მიხედვითაც თბილისის მასშტაბით სამაჟორიტარო ოლქებში სამ-სამ კანდიდატს სამი პარტია: "ევროპული საქართველო", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" წარადგენს.
კოალიციური მთავრობა ეს არის? მე მინდა რაც დავპირდით ხალხს, ეს არის კოალიციური მთავრობა, რომელიც სამართლებრივ რეფორმებს მოიტანს და არა გიგა ბოკერიას მონოპოლიზირებული, ჩუმად შემოშვებული თავისი ხალხით. რატომ არ შეიძლებოდა დავით ჭიჭინაძის დაყენება? გუშინ ამას მოჰყვა მთელი ამბავი და ბოლოს წამოხტა და განაცხადა, მაშინ მე დავტოვებ მაგიდასო. ვინ არის?! ვინ ეკითხება და რა უფლებები აქვს?!, - აცხადებს ჩარკვიანი.