მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ

24.09.24 12:12
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს ხვდებიან. გაერთუანების პრესსამსახურის ცნობით, “ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, აშშ-ს სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური და საინვესტიციო გარემო განიხილეს და პალატის წევრებს “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს.

კოალიცია “ძლიერი საქართველო” პირველი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც AmCham-მა განხილვაზე მიიწვია.

გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, ბევრი კითხვა იყო დასმული. გავაცანით ჩვენი, "ძლიერი საქართველოს" პროგრამა, რაც ყველაზე მთავარია, ავუხსენით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის საფუძვლები, ასევე 1000 ლარიანი პენსიის შესაძლებლობა და, მსურს, კიდევ ერთხელ, დავადასტურო, რომ საქართველოში ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან დოვლათი, დამატებით ღირებულება. ქვეყანას სჭირდება პირდაპირი ინვესტიციები,როგორც ამერიკული და ევროპული, ისევე, აზიური, ამ თემებზეც ვისაუბრეთ და, მსურს, აღვნიშნო, რომ სრული თანხვედრაა ჩვენს ხედვებში"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესასოციაცია, რომელსაც ჰყავს 270 წევრი, ესენი არიან ინვესტორები, რომლებიც ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ ქართულ ეკონომიკას, რომელსაც სჭირდება თავისუფლება, ისეთი გარემო, როდესაც ბიზნესმენს არ ეშინია თავისი აზრის გამოხატვის, რომ ხვალ არ მიაკითხავს საგადასახადო და ამისთვის არ დააჯარიმებენ. ჩვენ ასეთი გარემო გვინდა"- თქვა კოალიცია "ძლიაერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველზე ძლიერი პროგრამა გვაქვს, ამ მიმართულებით, 200 000 სამუშაო ადგილი, პირველივე წელს. როგორ შეიქმნება ეს, დარჩება და გარანტირებული იქნება აქ, თავისუფალი სასამართლოთი, ამერიკული ინვესტიციები. ეს აინტერესებდათ, ძირითადად, რადგან ეს ორგანიზაცია ამერიკულ ბიზნეს წარმოადგენს"- თქვა ანა დოლიძემ. 

მსგავსი სიახლეები