ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მოუწოდებს, გადააკვალიფიცირონ მუხლები და კანონის შესაბამისად ყველამ აგოს პასუხი მათ წევრებზე მომხდარი თავდასხმის გამო

24.09.24 12:52
ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მოუწოდებს, გადააკვალიფიცირონ მუხლები და კანონის შესაბამისად ყველამ აგოს პასუხი მათ წევრებზე მომხდარი თავდასხმის გამო

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მოუწოდებს, გადააკვალიფიცირონ მუხლები და კანონის შესაბამისად ყველამ აგოს პასუხი მათ წევრებზე მომხდარი თავდასხმის გამო.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია.

„ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ბარამიას დასახლებაში ორგანიზებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება“ და რომელსაც ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა სუს-ის ოდეერი - შოთა ბაჯალაძე, თავს დამესხა მე და თავს დაესხა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას, როდესაც ჩვენ ვატარებდით წინასაარჩევნო კამპანიას. ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ საჯაროდ იხილა, რომ ეს ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც იყო ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ და ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ თავდასხმაში მონაწილეობდა, იყო ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ, ამ ადამიანებმა საჯაროდ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს ჩვენ, მომაყენეს პირადად მე და მიაყენეს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს და სცემეს ბექა ფარცვანია. ხუთი დღე გავიდა, რაც ყველა ტელევიზიამ აჩვენა ეს კადრები და ადგილზე პოლიციას ეს ადამიანები უნდა დაეკავებინათ, თუმცა ვნახეთ ის, რომ ხუთი დღის შემდეგაც ეს ადამიანები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დადიან თავისუფლად ზუგდიდში და საშიში არიან თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომლებიც არია ოპოზიციურად განწყობილები.

გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჩვეულებრივ ძალადობას და ეს არის მცდელობა პოლიციის მხრიდან, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოს სასჯელი, ამიტომაც ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის არა 126-ე მუხლი ,არამედ  პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს, კვალიფიცირდეს ეს საქმე და გამოძიება დაიწყოს შემდეგი მუხლები - 225-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებას, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს და ცემს მას.

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, თუ თქვენ ახლა მოგცემენ დავალებას, რომ ხელი დააფაროთ ამ ადამიანებს, 26 ოქტომბრის შემდეგ თქვენც მოგიწევთ პასუხისგება იმაზე, რომ თქვენ ხელს დააფარებთ ამ ადამიანებს, ამიტომაც მოგიწოდებთ, რომ იმოქმედეთ კანონის შესაბამისად, გადააკვალიფიცირეთ ეს მუხლები, ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი და ყველა ეს ადამიანი სახელით და გვარებით მივიტანე ზუგდიდის პოლიციაში და ასევე მივიტანე მტკიცებულებები, ასევე ამ ადამიანების სახელი და გვარები მიწოდებული გვაქვს სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ასევე საელჩოს წარმომადგენლობას შევხვდებით ამ საკითხთან დაკავშირებით, გადავცემთ იდენტიფიცირებულ ადამიანების სიას, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ორგანიზებულ დანაშაულში.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები