მთავრობის კომპლექტაცია პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით მოხდება - მამუკა ხაზარაძე
ვინ ეთანხმება პრეზიდენტის გეგმას - "ძლიერ საქრთველოში", პრეზიდენტის სულისკვეთებას, რომ მთავრობა პროფესიოული კადრებით უნდა დაკომპლექტდეს, იზიარებენ და ფიქრობენ, რომ ერთი პარტიის და ერთი კაცის მმართველობა წარსულს უნდა ჩაბარდეს.
მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში პროფესიონალების არარსებობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" გამოუცდელი კადრებით არის დაკომპლექტებული, რაც დიდი პრობლემაა.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ხაზგასმით აცხადებს, რომ მთავრობის კომპლექტაცია პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით უნდა მოხდეს.
მთავრი ქარტიაში არის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად უნდა მოახდინოს, რუსული ოცნების გასტუმრება ხელისუფლებიდან. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, ყველა იმ კანონის, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინსპირაციას, მისი სასწრაფოდ გამოწვევა პარლამენტიდან. კიდევ ვიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება.
რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანას რაც აკლია, ეს არის პროფესიონალები. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ, მართონ, არათუ სფერო, რომ გადაავლო "ოცნების" მინისტრებს თვალი, მიხვდებით, რომ სრული ქაოსია, არანაირი ელემენტალური განათლება არ აქვთ, მაგალითად, როგორ უნდა მართონ მათ ჯანდაცვის სფერო, ან თუნდაც ექკონომიკა, ან სოფლის მეურნეობა, იმიტომაც ვართ ასეთ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით", - ამბობს ხაზარაძე.
პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში? - ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.
სალომე ზურაბიშვილმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.
მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.