ვიმარჯვებთ არჩევნებში, იქმნება კოალიცია და ჩვენ საკუთარი პირობებით მივალთ - ვაშაძე
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში "ერთიანობა" ამ კოალიციაში საკუთარი პირობებით იქნება წარმოდგენილი.
ვაშაძის თქმით, ამ ტიპის მმართველობის სისტემის დროს, ჯერ ყალიბდება კოალიციურად მინისტრთა კაბინეტი და შემდეგ იწყება კოალიციური შეთანხმების იმპლემენტაცია.
მთავრობა უნდა შეიქმნას შემდეგნაირად, ვიმარჯვებთ არჩევნებში, იქმნება კოალიცია და ჩვენ საკუთარი პირობებით მივალთ - ჩვენი ამოცანაა გავანულოთ საპენსიო სესხი, საპენსიო ზრდა იყოს 1000 ლარამდე და ამის გრაფიკი შედგეს, მასწავლებლის ხელფასი იყოს 2000 ლარი.
ჩვენ გვაქვ ჩვენი პროგრამა, დგება ეს კოალიციური შეთანხმება, გარდა იმ 9 პუნქტისა, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ვაყალიბებთ კოალიციურად მინისტრთა კაბინეტს და იწყება იმპლემენტაცია კოალიციური შეთანხმების. ეს არის, ზოგადად, იმ ტიპის მმართველობის სისტემა, რომელიც ჩვენ ჯერ არ გაგვივლია, სიახლეა, მაგრამ ამას ძალიან კარგად გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში? - ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.
სალომე ზურაბიშვილმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.
მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.