პრეზიდენტის ქარტია "ოცნების" სამიზნე ხდება

24.09.24 14:00
პრეზიდენტის ქარტია "ოცნების" სამიზნე ხდება

პრეზიდენტის ქარტია "ოცნების" სამიზნე ხდება - არჩილ გორდულაძის მტკიცებით, "ქართულ ქარტიას" იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც არის დაწერილი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციისთვის შეთავაზებულ გეგმას, გორდულაძეს აინტერესებს, რა ბერკეტებს ფლობს პრეზიდენტი იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს დავალებები მისცეს.

ძალიან საინტერესოა, როგორ ფიქრობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ გააკონტროლოს, რა მექანიზმები აქვს ხელში, არ ვიცი, ნამდვილად და რა ბერკეტებს ფლობს, რომ პოლიტიკოსებს დავალებები მისცეს, არ ვიცი, თავად უნდა გასცეს ქართველ ხალხს პასუხი, რაღაც წამოცდენას ჰქონდა ადგილი. 

რეალობა არის ერთი, რომ ის ფარსია, ის ეგრეთწოდებული აქტი, რასაც ხელი მოაწერეს და იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს, რომელ ფურცელზეც ეს არის დაწერილი. წამოცდა, რომ ის გააკონტროლებს და დავალებებს მისცემს პოლიტიკოსებს, გამოდის რომ აკონტროლებს. მე ვიცი რა წერია კონსტიტუციაში, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და ზეპარტიული პრეზიდენტი, როგორ აკონტროლებს პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, არ ვიცი", - ამბობს გორდულაძე. 

პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში? - ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.

სალომე ზურაბიშვილმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.

მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.

მსგავსი სიახლეები