მიშა სააკაშვილი აშენებდა და საფუძველს უყრიდა ისეთ საქართველოს, როგორსაც დავით აღმაშენებელი აშენებდა - გიორგი ბარამიძე
"ამ წიგნში არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ურთიერთობებისა, საუბრებისა და კონტაქტებისა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა, რათა საქართველო უკეთესი და ძლიერი ყოფილიყო", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ რუსთავში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციზე ისაუბრა.
პრეზენტაციას ბარამიძე მესამე პრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანთან დავით კირკიტაძესთან ერთად დაესწრო..
"რუსთავს ჰყავს ნაციონალურ მოძრაობაში ერთ-ერი ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც სულ იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გადარჩენის ამ რეფერენდუმზეც გაიმარჯვებს ამ რუსეთთან მოთანამშრომლე, პუტინის გეგმის შემსრულებელ ხელისუფლებაზე და საქართველოს ერთიანად დავაბრუნებთ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. მე მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ გიულის კიდევ ერთხელ: დედას აჩვენეს შვილის მკვლელობის მცდელობის სურათი, ამ ყველაფერმა მის თვალწინ გაიარა და როგორ პოულობს ძალას, რომ ამ საშინელ საცობებში, დღეში ორჯერ მივიდეს თავის შვილთან, საკვები მიუტანოს და თან გადაიტანოს ფსიქოლოგიურად ის, რაც დღეს თითოეულ ჩვენგანს აწუხებს: ნაცვლად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამსახურში იყოს გარეთ, ეკონტაქტებოდეს მსოფლიო ლიდერებს, ჰქონდეს ის ბერკეტები, რომლებიც უნდა ჰქონდეს ხალხის მსახურებისთვის, დღეს ციხეში ზის, როცა პუტინის მონა მომჯდარია ქვეყანას.
თუკი რამე შეიძლება იყოს ისტორიული უსამართლობა, ჩვენ ვართ ამ ისტორიული უსამართლობის მომსწრე. 33 წელიწადია, მე მიშას ვიცნობ და 33 წელიწადია, ვმეგობრობთ, მას, პრაქტიკულად, მისი პირადი ცხოვრება, ცალკე, მოწყვეტით, საქართველოს ინტერესებიდან და საქართველოს საქმიდან არ ჰქონია და აი, აქ არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ურთიერთობებისა, იმ საუბრებისა, იმ კონტაქტებისა, რომლებსაც ის ახორციელებდა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო უკეთესი და ყოფილიყო ძლიერი, და მათ შორის იმისთვის, რომ რუსეთისგან დროებით ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა გაეტარებინა მთელ მსოფლიოში, რასაც ახლა აი ასე უტიფრად, თავხედურად, უნამუსოდ ანგრევს აი ეს მოღალატე ბორია ივანიშვილი, რის უფლებასაც, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს.
დარწმუნებული ვარ, რომ სადაც არ უნდა შევიკრიბოთ, იქნება ეს დიდი თუ მცირე დარბაზი, რუსთავის ორგანიზაცია ყოველთვის იქნება ბრძოლის წინახაზზე და ჩვენ 26 ოქტომბერს გავათავისუფლებთ ამ მოღალატეებისგან საქართველოს, რა თქმა უნდა, გავათავისუფლებთ მიშას და ყველა პოლიტპატიმარს, ვინც არის ამ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული, ხოლო შემდეგ, რა თქმა უნდა, მიშას მოუწევს მერე ბევრი ამდაგვარი წიგნის დაწერა, წინ აღმშენებლობის დიდი გზაა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალებმა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელ კაცს საქართველოს მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს და მას არა აქვს საშუალება, ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, შეხვდეს ხალხს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ გამარჯვების შემდეგ მიშას იმდენი რამე ექნება გასაკეთებელი და გააკეთებს კიდეც, რაც წაადგება ქვეყნის განვითარებას და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, რასაც ვპირდებით მოსახლეობას, ის მხოლოდ მინიმუმია იმისა, რასაც გავაკეთებთ.
ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები, მიშა სააკაშვილი აშენებდა და საფუძველს უყრიდა ისეთ საქართველოს, როგორსაც აშენებდა დავით აღმაშენებელი. ბოლოს იმას ვიტყვი, რატომ თქვა ივანიშვილმა ის, რაც ყველა პატრიოტი ქართველისთვის მიუღებელია, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ საქართველოს ერთიანობის მტრებს?
უამრავი ეთნიკური ოსი, უამრავი ეთნიკური აფხაზი არის საქართველოს ერთიანობის მომხრე, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრად მეტი ეთნიკური ოსი ცხოვრობს, ვიდრე ოკუპირებულზე. რატომ თქვა ეს ივანიშვილმა და რატომ მოიკიდა მტრად საქართველოს მეგობარი ქვეყნები? იმიტომ რომ, დავალება აქვს მიღებული, გააკეთოს ეს, სანამ ხელისუფლებაშია.
პუტინმა, მისმა უფროსმა, უკეთესად იცის, რომ ის აგებს და აი, რომ აგებენ, იმიტომ უნდა მოასწრონ ყველანაირი ნაძირალობა და ღალატი, 20 %-ზე მეტი მხარდაჭერა არსად არა აქვთ, ძალადობითა და მოსყიდვითაც კი. ეცდებიან რაღაცებს, მაგრამ არ გამოუვათ, არ ეყოფათ ძალა არც სუსის, არც ჯიბის სასამართლოს, არც ჯიბის ცესკოს მაქინაციებით და ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე რუსთავში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას მესამე პრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანთან დავით კირკიტაძესთან ერთად დაესწრო და დღევანდელ მოვლენებსაც გამოეხმაურა.
"ამ წიგნში არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ურთიერთობებისა, საუბრებისა და კონტაქტებისა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა, რათა საქართველო უკეთესი და ძლიერი ყოფილიყო", - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე.
აღნიშნავს, რომ თუკი რამე შეიძლება იყოს ისტორიული უსამართლობა, ჩვენ ვართ ამ ისტორიული უსამართლობის მომსწრე და ქართველი ხალხი არ მისცემს ამ რეჟიმს ქვეყნის ადანგრევის საშუალებას.