„ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება - ირაკლი ფავლენიშვილი

24.09.24 14:58
„ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება - ირაკლი ფავლენიშვილი

"ქართული ოცნების" ყველა დანაშაულზე, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით." - ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფალავანდიშვილმა განაცხადა.

პოლიტიკოსი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო და საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა.  

ოკუპანტთან ბოდიშის მომხდელი ანტიქართული ივანიშვილის "ქართული ოცნების" ყველა დანაშაულზე, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით. 

ის ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები, მათ შორის, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ანტისაოკუპაციო აქციაზე და დაშავდნენ, მიიღებენ სესაბამის კომპენსაციას და, რა თქმა უნდა, ოკუპანტებთან ბოდიშის მომხდელი და კოლაბორანტი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩამსმელი "ოცნების" ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს 26 ოქტოომბრის არჩევნებზე", - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.
 

 

მსგავსი სიახლეები