რეფერენდუმის მედროშე - ხუხაშვილი გადამწყვეტი არჩევნების წინ პრეზიდენტის როლზე საუბრობს

24.09.24 15:16
რეფერენდუმის მედროშე - ხუხაშვილი გადამწყვეტი არჩევნების წინ პრეზიდენტის როლზე საუბრობს

ერთგვარი ორთქმავალი და რეფერენდუმის მედროშე - ასე აფასებს გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის როლს არჩევნების პროცესში და ამბობს, რომ პრეზიდენტის აქტიურობა საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება.

პოლიტიკის ექსპერტი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის  როლი შეუცვლელია, რადგან პრეზიდენტს დღეს ფაქტობრივად ყველა პროდასავლური ძალა ჰყავს ჩაბმული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხუხაშვილის თქმით, ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში, არჩევნებზე იმ განცდით მიდის, რომ ხმას არა კონკრეტულ რომელიმე პარტიას, არამედ ევროპულ მომავალს აძლევს.

ხუხაშვილი ასევე ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაზეც და ქალაქიდან ქალაქში დაგეგმილ ღონისძებებზე საუბრობს და ხაზგასმით აცხადებს, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება, იგივე აქციებით და ევროპის მარშით დიდ ქალაქებში ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს.

ის (პრეზიდენტი) გვევლინება რეფერენდუმის მედროშედ. ეს არჩევნები ხომ არ არის, რომ ჩვენ ვირჩევთ უბრალოდ ხელისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ვექტორს - სად მიდის მიდის ეს ქვეყანა, მიდის დასავლეთისკენ თუ მიდის რუსეთისკენ. და აი ამ რეფერენდუმის კითხვასთან დაკავშირებით, ის არის ცენტრალური ფიგურა, ერთგვარი ორთქმავალი, რომელსაც ყველა პროდასავლური ძალა ჰყავს დღეს ფაქტობრივად ჩაბმული და ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში, არჩევნებზე რომ წავა, ის იმ განცდით კი არ მიდის, რომ ამ პარტიას ვირჩევ, თუ იმ პარტიას, ის იმ განცდით მიდის, რომ ირჩევს ევროპას და აქ სალომე ზურაბიშვილის როლი არის შეუცვლელი. აუცილებელია, რამდენიმე, ძალიან ხალხმრავალი აქციის ჩატარება ქვეყანაში ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ევროპისთვის. დიდ ქალაქებში გვჭირდება ევროპის მარში. ბიძინა სულელი ნამდვილად არ არის. ბევრი უცნაურობა ახასიათებს, მაგრამ სულელი ნამდვილად არ არის, თავისი აკვარიუმით რომ დაპროწიალობს ქალაქიდან ქალაქში. ამას აკეთებს იმისათვის, რომ შექმნას რაღაც ძალის ილუზია და ჩვენ რეალური ძალა ვაჩვენოთ რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამაში მიიღებს მონაწილეობას და ის გახდება ცენტრალური ფიგურა რეფერენდუმთან დაკავშირებით", - ამბობს გია ხუხაშვილი. 

პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში? - ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.

სალომე ზურაბიშვილმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.

მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.

მსგავსი სიახლეები