ძალადობრივი წინასარჩევნო გარემო - ოპოზიცია ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ხვდება
ძალადობრივი წინასარჩევნო გარემო და სიტყვისა და გამოხატის თავისუფლების უფლების შეზღუდვა - ეს ის საკითხებია, რომელზეც, ამ წუთებში, ოპოზიცია ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასაბლეას წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობს.
"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, ფიზიკური ძალადობა ოპოზიციისა და მესამე სექტორის წევრებზე, სამართლიან და თავისუფალ საარჩევნო გარემოს არ ქმნის და ამ საკითხზე შეხვედრაზე აუცილებლად გამახვილდება ყურადღება.
აუცილებლად ვაჩვენებთ, როგორ ტოტალურად ცდილობენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შინა საარჩევნო პერიოდში, ის თავდასმები რაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, პოლიტიკური პარტიების წევრებზე, ფიზიკური ძალადობა, ნამდვილად არ ქმნის სამართლიან და თავისუფალ საარჩევნო გარემოს", - ამბობს თამარ კორძაია.
ოპოზიცია საქართველოში ჩამოსულ სადამკვირვებლო მისიას ყველა იმ დარღვევაზე ესაუბრება, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებობს.
26 ოქტომბრის არჩევნები არის გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც არის განსაკუთრებული ყურადღება, როგორც ქართველი სადამკვირვებლო მისიების, ასევე საერთაშორისო მისიების მხრიდან. მე ცხადია, მათ ამ შეხვედრაზე მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას დარღვევების და იმ უკანონობების შესახებ, რომელსაც "ოცნება" უკვე ჩადის წინასაარჩევნოდ", - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.
"ერთიანობის" ლიდერს, ხატია დეკანოიძე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან აინტერესებს, სადამკვირვებლო ფუნქციის გარდა, როგორი იქნება მათი რეაქცია კონკრეტრულ დარღვევებზე.
ძირითადი საკითხები იქნება დარღვევები, რუსული კანონის შემდეგ ანტიდასავლური მიდგომები "ოცნების" ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტეტები და ქართველი ხალხის არჩევანი, რაზეც, ივანიშვილი შეიძლება ფიქრობდეს, რომ გააყალბოს ან წაართვას. პრაქტიკულად, ჩვენ ყველა რეგიონში გვჭირდება სადამკვირვებლო მისიები. საქართველო არ ჩავარდება რუსულ ჭაობში, ჩემი კონკრეტული კითხვა შეიძლება იყოს ის, რა აქვთ მათ მაგიდაზე, გარდა სადამკვირვებლო ფუნქციებისა, როგორი იქნება მათი რეაქცია კონკრეტრულ დარღვევებზე", - აცხადებს ხატაი დეკნანოიძე.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაა დაგეგმილი. "ოცნებაში" სკეპტიკური განწყობაა - მმართველ გუნდში დარწმუნებულები არ არიან, რამდენად სამართლიანად მოახდენს ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასაბლეის წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას.
თუ იქნება თანასწორი დამოკიდებულება და ფაქტებზე ორიენტირებული, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ ნებისმიერ პირთან ვითანამშრომლოთ, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის კეთილი ზრახვები ექნებათ", - ამბობს არჩილ გორდულაძე.