"ქართული ოცნება" არის ჩაძირვის პირას მყოფი გემი - გრიგოლ გეგელია

14.08.21 06:22
"ქართული ოცნება" არის ჩაძირვის პირას მყოფი გემი - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" ჩაძირვის პირას მყოფ გემს ადარებს, საიდანაც ადამიანები თავის გადარჩენის მიზნით გარბიან. 

ის, რომ დღეს "ქართული ოცნება" იცლება საჯარო მოხელეებისგან, იცლება პარტიული წევრებისგან, ის, რომ "ქართული ოცნება გადის მიშელის შეთანხმებიდან, ეს ყველაფერი აჩვენებს იმ სინამდვილეს, ობიექტურ რეალობას, რომლის თაობაზეც ძალიან კარგად იცი თვითონ, რაც არის ის, რომ არათუ 43% არ აქვთ, არამედ ბევრად ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. ბუნებრივია, ყველა ძალიან ნათლად იაზრებს იმ გარემოებას, რომ "ქართული ოცნება" არის ჩაძირვის პირას მყოფი გემი, სადაც აღარვის სურს ყოფნა, სადაც ყველა ორიენტირებულია თავის თავის გადარჩენაზე, - ამბობს გრიგოლ გეგელია.