"ე.წ ხელისუფლება სახელმწიფოებრიობას ემუქრება" - გიული ალასანია
„ჩვენ ვუახლოვდებით განსაკუთრებულ არჩევნებს. თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას დაემუქრა ე.წ. ხელისუფლება.“ -ამის შესახებ გიული ალასანიამ რუსთავში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სააკაშვილის დედამ მოახლოებულ არჩევნებზე და მის მნიშვნალობაზე ისაუბრა:
„ამ წიგნს გრძელი ისტორია აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და გადმოცემულია არა მხოლოდ საქართველოს უახლესი ისტორია, არამედ მსოფლიო ისტორიაც. ჩვენ ვუახლოვდებით განსაკუთრებულ არჩევნებს. ყველამ კარგად იცის, რომ თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი უძველესი სახელმწიფოებრიობა, დღეს სწორედ ამ სახელმწიფოებრიობას დაემუქრა ე.წ. ხელისუფლება“. - განაცხადა გიული ალასანიამ.