"ოცნება" ამტკიცებს, რომ შტატები ქვეყნის შიდა საქმეებში 2012 წელსაც ჩაერია

24.09.24 17:10
"ოცნება" ამტკიცებს, რომ შტატები ქვეყნის შიდა საქმეებში 2012 წელსაც ჩაერია

შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში საერთაშორისო პარტნიორებზე - პარალამენტის თავმჯდომარემ დღეს შტატები და ევროკავშირი ისევ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა. 

დრო, როცა ეს განცხადებები კეთდება, გვაძლევს ამის აღქმას, რომ ის დაკავშირებულია არჩევნებთან. როგროც კი წინასაარჩევნო კამპანია გადავიდა აქტიურ ფაზაში, დღეში საშუალოდ 4 სხვადასხვა განცხადება არის, რომელიც ქმნის დღის წესრიგს.  ეს განცხადებები, რომელსაც მე თქვენ გიკითავთ, შეიძლება დავინახხოთ, როგორც ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. 

"პირველების" კითხვაზე - 2011 წელს, როცა ივანიშვილი ბარაკ ობამას წერილს წერდა და უყვებოდა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკაზე და შტატებს დახმარებას სთხოვდა, ამით თხოვდა თუ არა ამერიკას ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეებში? - შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ შტატები ქვეყნის შიდა საქმეებში 2012 წლის არჩევნებშიც ჩაერია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი სენატორ ჯინ შაჰინს დაადო და თქვა, რომ სწორედ მისი "ზეწოლით თუ დარწმუნებით" მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა.

თხოვდა კი არა, შტატები ჩაერია საქართველოს 2012 წლის არჩევნებში. ეს კრიტიკის ნაწილიც არის მათ შორის. თქვენ წარმოგიდგენიათ, ქალბატონ ჯინ შაჰინის განცხადებით, ის შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, როგორც გახსოვთ, ეს მან საჯაროდ განაცხადა. მისი ზეწოლით თუ მისი დარწმუნებით, მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება. წარმოგიდგენიათ, რა სახელმწიფოში ვცხოვრობდით, უცხო ქვეყნის დეპუტატს შეუძლია შევიდეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტთან და იმის დარწმუნებით, თუ რავიცი რა მოხდა დახურულ კარს მიღმა... ეს იყო ჩარევა...", - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები