პაპუაშვილი ვერ ამბობს, შეხვდება თუ არა ვინმე ბაიდენის გარემოცვიდან ირაკლი კობახიძეს
შალვა პაპუაშვილი ვერ ამბობს, შეხვდება თუ არა ვინმე ბაიდენის გარემოცვიდან ირაკლი კობახიძეს.
თქვენ გულისხმობთ ალბათ ბრიფინგს, რომლის შემდეგად ირაკლი კობახიძე შეხვდა ამერიკის ელჩს. შტატებში შეხვედრები არ ვიცი, ვერ გეტყვით. მათი დღის წესრიგი არ ვიცი", - განაცხადა პაპიაშვილმა.
"პირველების" კითხვაზე, უნდა თუ არა საქართველოს პრემიერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, "ეგეთ სისულელეებს რომ ავრცელებთ, ეგ ცალკე პრობლემაა საერთო ჯამში".
შალვა პაპუაშვილმა ტრიბუნა პარტნიორების გასალანძღად იმ დროს გამოიყენა, როდესაც ირაკლი კობახიძე მესამე დღეა შტატებში იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარე სენატში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, დღეს შტატებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდა და ამბობდა: "როგორ შეგვხედავენ ჩვენ თვალებში, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება"
რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც ითქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ეს თაღლითები უნდა მოიშოროს თურმე ქართველმა ხალხმა, ეს თქვა ამერიკის სენატის წევრმა. ამაზე მძიმე და ამასთან ახლოს მყოფიც კი არ გვითქვამს ჩვენ არასდროს. ამიტომ, საკითხი პირიქით არის. როგორ შეგვხედავენ ჩვენ თვალებში, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ", - ამბობს პაპუაშვილი.
ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს აშშ-ში გაემგზავრა. ის გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა.