"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო შემდგომი ბელარუსი არ გახდეს" - რა უთხრეს ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ოპოზიციას

24.09.24 17:56
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო შემდგომი ბელარუსი არ გახდეს" - რა უთხრეს ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ოპოზიციას

ოპოზიციის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასაბლეის წევრები "ქართულ ოცნებას" ხვდებიან. სადამკვირვებლო მისიის წამომადგენლებმა ქვეყნაში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ უკვე მიიღეს დეტალური ინფორმაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან.

ჩვენ ვისაუბრეთ დეტალურად იმ კანონდარღვევებზე, იმ ავტოკრატიულ ნაბიჯებზე, რომლითაც ხელისუფლება არღვევს საარჩევნო ფუნდამენტურ პრინციპებს და რომლითაც ცდილობს, რომ მიიტაცოს ძალაუფლება", - თქვა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნაცვლიშვილმა. 

"ერთიანობის" ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მისიის წარმომადგენლების პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ ძალიან ხისტია.

დეკანოიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე გაიჟღერა სიტყვამ, რომ "საქართველო არ უნდა გახდეს შემდგომი ბელარუსი".

მათი პოზიცია იყო ძალიან ხისტი და ხისტი იმ კონტექსტში, რომ საქართველოში მიმდინარეობს შემაშფოთებელი მოვლენები დემოკრატიის ძირგამომთხრელი საქმიანობის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. პირდაპირ გაიჟღერა ასეთმა სიტყვებმა, რომ ქართველმა ხალხმა არჩევნებში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს შემდგომი ბელარუსი და ეს იყო ის სიტყვები, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ თქვა", - განაცხადა დეკანოიძემ. 

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბელის წევრების მხრიდან გენდერული კვოტების გაუქმებაზე უკმაყოფილება გამოითქვადა "გირჩის" წარმომადგენელს" პირდაპირ უთხრეს შეხვედრაზე, რომ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო. 

ისინი თვლიან, რომ გენდერული კვოტების გაუქმება ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა ხელისუფლების მხრიდან და ეს პირდაპირ უთხრეს "გირჩის" წარმომადგენელს შეხვედრაზე. და საერთოდ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რა მძიმე ვითარება გვაქვს საქართველოში, როგორ არ არის საქართველოში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო9 გარემო", - ამბობს თამარ კორძაია.

მსგავსი სიახლეები