სენატში "მეგობარი აქტის" განხილვამდე ერთი დღით ადრე "ოცნებამ" პარტნიორებზე იერიში განაახლა

24.09.24 20:01
სენატში "მეგობარი აქტის" განხილვამდე ერთი დღით ადრე "ოცნებამ" პარტნიორებზე იერიში განაახლა

 

 

თავდასხმა პარტნიორებზე რუსული სტილით - სენატში  ქართველის ხალხის აქტის განხილვამდე ერთი დღით ადრე შალვა პაპუაშვილი პოსტ საბჭოთა დიქტატორების ლექსიკას ირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარე პარტნიორებს არჩევნებში ჩარევის ბრალდებას უყენებს. "ოცნებამ", სავარაუდოდ, წინასწარ იცის, რა მძიმე ვერდიქტის მოსმენა მოუწევს ხვალ, ამიტომ სანქციების დოკუმენტის ერთ-ერთ ავტორ სენატორზე იერიში განაახლა.  

არადა, ჯინ შაჰინი 2012 წელს საქართველოში ჩამოვიდა და "ოცნებისთვის" ძალაუფლების  გადაბარების პროცესში მთავარი მომლაპარაკებელი იყო. ფაქტია, რომ პანიკაში მყოფი ოლიგარქის გუნდი მოვლენების სიზუსტეში ჩაიკარგა. თბილისში პაპუაშვილი და შტატებში - კობახიძე. ივანიშვილის სანქციებისგან დახსნის წარუმატებელი მისიის შემდეგ  პრემიერი ბაიდენის მთავრობას ბრალდებებს შტატებიდან უყენებს და ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟში ადანაშაულებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები