პრეზიდენტის ძმის თქმით,“ოცნებამ“ წინაპრების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას პოლიტიკური საძირკველი ამოაცალა

24.09.24 22:01
პრეზიდენტის ძმის თქმით,“ოცნებამ“ წინაპრების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას პოლიტიკური საძირკველი ამოაცალა

ლევილი იყო ადგილი, სადაც პოლიტიკური მიგრაცია იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ეს საძირკველი ამოგლეჯილია და აღარაფერი პოლიტიკური აღარ ხდება - აცხადებს პრეზიდენტის ძმა და ამბობს, რომ  “ოცნების“ პრინციპია - დავცალოთ მთლიანად ის, რაც წარმოადგენს ეროვნულ მოძრაობას.“

ოთარა ზურაბიშვილის თქმით, ლევილი არის შუაგულ ევროპაში და საჭიროა, სწორედ იქიდან ვთქვათ, “ვინ ვართ და როგორია ჩვენი მომავალი.“

ლევილი იყო ადგილი, სადაც პოლიტიკური მიგრაცია იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ეს საძირკველი ამოგლეჯილია და აღარაფერი პოლიტიკური აღარ ხდება. ეს არის შუაგულ ევროპაში და საჭიროა, რომ თქვა შენი სათქმელი - ვინ ხარ და რა არის შენი მომავალი. იქ თუ არ თქვი, სხვაგან სად უნდა თქვა. იქ უნდა დაარწმუნო მსოფლიო, რომ გაქვს მდიდარი ისტორია. ვინ გააკეთა 21 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ქალი და კაცი თანაბრად იყო? ამას რომ ვუყვები ფრანგებს, უკვირთ. სწორედ ეს უნდა დავდოთ წინ და ვაჩვენოთ ყველას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა “რეაქციაში“.

პრეზიდენტის ძმამ საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამამისი დღედაღამე საქართველოზე და მის მომავალზე ფიქრობდა.

ამაზე იყო აყოლილი მთლიანად ოჯახი და საღამოსაც სულ ამ თემაზე მიდიოდა საუბრები. იმ დროს შორი იყო საქართველო, მაგრამ დღეს ძალიან ახლოს არის და ძალიან ჩართულები ვართ დღევანდელ ცხოვრებაში. ყველასი, ჩვენი და თქვენი სურვილი, რომ საქართველო გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, დღეს შეიძლება მოხდეს. საჭიროა, რომ გავაცნობიეროთ ეს“, - აცხადებს ოთარ ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები