რა უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბრის შემდეგ - პრეზიდენტის გზავნილები ოპოზიციას

24.09.24 20:08
რა უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბრის შემდეგ - პრეზიდენტის გზავნილები ოპოზიციას

 

 

"ქვეყნის მართვა ერთი კაცის მიერ წარსულს უნდა ჩაბარდეს", "არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველად პროფესიული მთავრობა უნდა ჰყავდეს ანუ მინისტრები პოსტებს არა პარტიული ნიშნით, არამედ ცოდნით და გამოცდილებით დაიკავებენ" - პრეზიდენტის გზავნილები ორბელიანების სასახლიდან ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას, პრაქტიკულად, ინსტრუქციას აძლევს, რა უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა ოლიგარქის რეჟიმი მართვის სადავეებს ჩამოშორდება.

პრეზიდენტის მიმართვის ადრესატი იყო ყველა, ვინც ქართულ ქარტიას ხელს აწერს.   სწორედ ეს დოკუმენტი და მასში გაწერილი პუნქტები უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სალომე ზურაბიშვილი უკვე ყველაფერს პირდაპირ ამბობს. მისი განცხადებები ტოვებს განცდას, რომ დრო პრეზიდენტისთვის გადამწყვეტია. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ 26 ოქტომბერს ხალხმა ხმა არა რომელიმე პარტიას, არამედ ქვეყნის გადარჩენას უნდა მისცეს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები