პრეზიდენტის გეგმამ "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა - "ქართული ქარტია" ხელისუფლების თავის ტკივილად იქცა

24.09.24 20:15
პრეზიდენტის გეგმამ "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა - "ქართული ქარტია" ხელისუფლების თავის ტკივილად იქცა

 

 

ერთდროული შეტევა დასავლეთზე და პრეზიდენტზე - სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგმა ხელისუფლებას წონასწორობა საბოლოოდ დააკარგვინა. "ოცნებამ", რომელიც ზურაბიშვილს პოლიტიკურ წონას უწუნებს, დღეს თავად აღიარა, რომ პრეზიდენტის სიტყვას გადამწყვეტი ძალა აქვს. "პრორუსულობა პრო აღარ არის, ეს რუსულობაა" - ზურაბიშვილმა ამ განცხადებით "ოცნებას" განაჩენიც გამოუტანა და ხელისუფლებას და ხალხს შორის მკაფიო წითელი ხაზიც გაავლო.   

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პრაქტიკულად, ისიც აღიარა, რომ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერილი ქართული ქარტია "ოცნებისთვის" დიდი თავისტკივილია, ამიტომ პაპუაშვილი მაქსიმალურად ცდილობდა ამ დოკუმენტის და მისი ავტორის  დაკნინებას. "ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა" - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ. ზურაბიშვილთან ერთად კი "ოცნება" ყველა იმ პარტიას უტევს, ვინც ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები