"ოცნება" სკანდალშია - საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილები სანქციების გვერდის ავლით შედის
"ქართული ოცნების" ახალი სკანდალი და დიდი საფრთხე ქვეყნის წინაშე - საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილები სანქციების გვერდის ავლით შედის. ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას ფაქტებითა და მტკიცებულებებით ბრიტანული "სქაი ნიუსი" ავრცელებს. იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტ სახელმწიფოში მანქანების შეყვანა დიდი ხანია აკრძალულია, საქართველოდან ლუქს კლასის ავტომობილები რუსეთში ერთმანეთის მიყოლებით მაინც შედის და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა წამყვან ადგილზეა.
ირკვევა, რომ ძვირადღირებული ავტომობილების შოუ რუმი დარიალის ხეობაშია მოწყობილი. ადგილზე ჩამოსულმა "სქაი ნიუსის" ჟურნალისტებმა თავად ნახეს და გადაიღეს რუსეთში წასაღებად გამზადებული ყველაზე მაღალი კლასის ავტომობილები. ჟურნალისტურ გამოძიებაში დევს აღიარებითი ინტერვიუები, რითაც დასტურდება, რომ რუსეთისთვის მანქანები გაყავთ ქართული პორტებიდან ან თბილისის ცნობილი ავტო-სალონებიდან.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.