მუქარა მესამე სექტორს - რაჟდენ კუპრაშვილმა TI და "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესების მონაწილედ გამოაცხადა
"ოცნების" სადამსჯელო ოპერაცია რაჟდენ კუპრაშვილის ხელით - ანტიკორუფციული ბიურო მესამე სექტორს ემუქრება. კუპრაშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და მოძრაობა "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესების მონაწილედ გამოაცხადა და მათი სრული ფინანსური ინფორმაცია მოითხოვა.
სამაგიეროდ, რაჟდენ კუპრაშვილს კითხვები არა აქვს "ქართულ ოცნების" რეკორდულ ხარჯებთან. მხოლოდ წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაში პარტიამ 737 ათასი დახარჯა, თუმცა რამდენი და როგორ გადაუხადეს კონცერტებზე მიწვეულ მომღერლებს, ეს დეკლარაციაში მითითებული არ არის. ირკვევა, რომ ამ თემით არც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დაინტერესებულა. მისი ფუნქცია ახლა იმ ორგანიზაციის დასჯაა, რომლებმაც გადამწყვეტ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია უნდა შეასრულონ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.