საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები რუსულ სერვერებზე ინახება - რა საფრთხეებს შეიცავს Yandex ტაქსით სარგებლობა

24.09.24 20:35
საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები რუსულ სერვერებზე ინახება - რა საფრთხეებს შეიცავს Yandex ტაქსით სარგებლობა

 

 

ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის პირადი მონაცემები რუსულ სერვერებზე ინახება. საბანკო რეკვიზიტები, მისამართები და გადაადგილების მარშრუტებიც კი. ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია "იანდექს ტაქსის" მომსახურეობით, მისი დეტალური და კონფედენციალური ინფორმაცია ახლა სრულად ოკუპანტის ქვეყნის ხელშია. კომპანია, რომელიც საქართველოში რამდენიმე წელია ოპერირებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ამხილა. 

ხელისუფლებას მოუწია ეღიარებინა, რომ ერთ-ერთი დიდი რუსული კომპანია საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებს რუსეთში ინახავს. ეს კი პირდაპირი საფრთხეა და არავინ იცის, ამ ინფორმაციას მოსკოვი როდის და რა მიზნით გამოიყენებს.

სკანდალური მხილების მიუხედავად, "იანდექსი" მაინც ჩვეულ რეჟიმში ოპერირებს და მისი მუშაობის შეჩერება ქართულ ბაზარზე არც განიხილება. კომპანიას სიმბოლურად 4 ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები