როდის დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას“ - ზურაბიშვილის ძმის პასუხი

24.09.24 22:21
როდის დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას“ - ზურაბიშვილის ძმის პასუხი

საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ “ოცნება“ როცა პირველად აირჩიეს, ყველას სჯეროდა ქვეყნის დემოკრატიული კურსის და მათ შორის იყო სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა მან როდესაც შეამჩნია ცვლილება, აზრიც შეიცვალა.

მისი თქმით, მას და სალომე ზურაბიშვილს მომავლის ერთნაირი ხედვა აქვთ და სჯერათ, რომ საქართველოს მომავალი ევროპული და ბრწყინვალეა.

მივმართავ “ოცნების“ ამომრჩეველს, თუ კიდევ დარჩა, როცა პირველად აირჩიეს “ოცნება“, ხომ იყო ნათქვამი, რომ ქვეყანა მიდიდოდა დემოკრატიული გზით, ევროპისკენ და ამისთვის აირჩიეს, ყველას სჯეროდა, ვინც ხმა მისცა, და დღეს როგორ უყურებენ იმ დროს მიცემულ ხმას და რას აპირებენ.

ეს არის ცვლილება - ვინც იყო დამალული, გამოჩნდა, სალომეც ასე გამოჩნდა, თავიდან დაიბადა, ის გამძლე და მამაციაროცა შეამჩნია, შეიძლება თავიდან არ დაიჯერა, შორიდან ძნელია ამის გაგება. ძირითადად, ჩვენი გაგება მომავლის ერთიდაიგივეა, შეიძლება გზები ხანდახან განხსვავებული, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი სამშობლოს მომავალი ევროპული და ბრწყინვალეა და არა უდაბნოში, შავ წარსულში და რუსეთისკენ“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები