ფიქრობს თუ არა ზურაბიშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობაზე? - რას ამბობს პრეზიდენტის ძმა
ფიქრობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობაზე? - მის ძმას ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის არ აქვს, თუმცა საუბრობს ქართულ ქარტიაზე, რომელიც მისი თქმით, ქვეყნისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“თუ არ ვცდები, მან ნათლად თქვა, რომ მომავალში, თუ იქნება ტექნიკური მთავრობა, მივიყვან იქამდე რომ დავბუნდეთ, სადაც იყო ჩვენი ევროპული კურსი“, - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის ძმა მიიჩნევს, რომ ყველა უნდა გამოვიდეს პოლიტიკური თამაშიდან და თითოეულ ადამიანს აუხსნან რა არის ქარტია და რა იქნება მისი პირდაპირი შედეგები.
თუ არ ვცდები, მან ნათლად თქვა, რომ მომავალში, თუ იქნება ტექნიკური მთავრობა, მივიყვან იქამდე რომ დავბუნდეთ, სადაც იყო ჩვენი ევროპული კურსი. თვითონ თქვა ერთწლიანი ვადა. ეს ნიშნავს, რომ გამოვდივართ ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშიდან, თითოეულ ადამიანს უნდა ავუხსნათ რა არის ქარტია და რა იქნება ამისი პირდაპირი შედეგები, კონკრეტულად რას მოგვიტანს ქარტია, ყოველდღიურ ცხოვრებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპამ მილიონები დახარჯა საქართველოში და მზად არის, კიდევ დახარჯოს, რადგან ფიქრობს, რომ ქვეყანა ღირსია ევროპული მომავლის. ეს არის ჩვენი ბერკეტი. უნდა ვიცოდეთ, რომ პარტიულ ცხოვრებაზე უფრო მაღლა ეს ქარტია დგას, რომელიც არის მთავარი ქოლგა და რომლის ქვეშაც უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები“, -განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ მანდატის ამოწურვის შემდეგ, მეორე ვადით იყაროს კენჭი.
როგორც პრეზიდენტმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, “ასევე მზადაა, იყოს მომლაპარაკებელი ევროპელ პარტნიორებთან.“