მიდის თუ არა ოთარ ზურაბიშვილი პოლიტიკაში - პრეზიდენტის ძმის პასუხი

24.09.24 23:03
მიდის თუ არა ოთარ ზურაბიშვილი პოლიტიკაში - პრეზიდენტის ძმის პასუხი

მიდის თუ არა ოთარ ზურაბიშვილი პოლიტიკაში  - პრეზიდენტის ძმა ამის საჭიროებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ “ქართული პოლიტიკა უნდა დავუტოვოთ პოლიტიკოსებს.“

ზურაბიშვილის თქმით, მას პარტიების არ სჯერა, რადგან ისინი დროთა განმავლობაში საკუთარი თავისთვის იწყებენ მუშაობას.

არა, საჭირო არ არის. ქართული პოლიტიკა უნდა დავუტოვოთ პოლიტიკოსებს, მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს პარტია, მე პირადად არ მჯერა პარტიების ცხოვრების, არ მინდა მიიღონ, როგორც კრიტიკა, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. პარტია როცა იზრდება, მისთვის იწყებს მუშაობას, მე კი მიმაჩნია, რომ ხალხისთვის უნდა იმუშავო და არა პარტიისთვის. მირჩევნია მარტო მუშაობა“, - თქვა ზურაბიშვილმა “რეაქციაში“.

მსგავსი სიახლეები