რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - დაღუპულია სამი ადამიანი

24.09.24 21:03
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - დაღუპულია სამი ადამიანი

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები ქალაქის ოთხ ადმინისტრაციულ რაიონზე განხორციელდა.

წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა დარტყმები საცხოვრებელ სახლებზე მართვადი საავიაციო ბომბებით განახორციელეს.

მსგავსი სიახლეები