ივანიშვილს სოფელ-სოფელ გაფუჭებული გრამაფონივით დაარბენინებენ - ალეკო ელისაშვილი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილს “ქოსა ტყუილების ატამანად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ოცნების“ საქმე წასულია.
ელისაშვილის თქმით, მმართველი გუნდი გრძნობს, რომ გაკოტრებულები არიან და უკვე ყველაფერს კადრულობენ.
ივანიშვილი გამარჯვებას ასხივებდა 2012 წელს, ახლა კი დაღონებული, შეშინებული, აქეთ-იქით თვალებს აცეცებს, თავისი გამგეობის ხალხი ჰყავს იქ მიკრებილი და იმათიც ეშინია და ხან ზემოთ იყურება და ხან ქვემოთ, ჩამოსტირის თავპირი და დაარბენინებენ გაფუჭებული გრამაფონივით, სოფელ-სოფელ.ქოსა ტყუილების ატამანია, ეს კაცი, დაფეთებული, შეშინებული, შუშის ორ-ორი ტირბუნით, ამათი საქმე წასულია, გრძნობენ რომ გაკოტრებულები არიან და რას არ კადრულობენ“, -თქვა ელისაშვილმა “რეაქციაში“.