ირაკლი კობახიძემ ბაიდენის გამოსვლას, რომელიც უკრაინის გამარჯვებას ეხებოდა, ტაში არ დაუკრა

24.09.24 23:01
ირაკლი კობახიძემ ბაიდენის გამოსვლას, რომელიც უკრაინის გამარჯვებას ეხებოდა, ტაში არ დაუკრა

 

 

 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმდინარე სხდომაზე, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის გამარჯვებაზე საუბრობდა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაში არ დაუკრა.

არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, მანამ, სანამ უკრაინა არ მიაღწევს სამართლიან მშვიდობას- თქვა ბაიდენმა, რასაც დარბაზში შეკრებილი ზოგი ქვეყნის წარმომადგენლის ტაში მოჰყვა.

თუმცა, კადრებში ჩანს, რომ საქართველოს დელეგაცია, მათ შორის პრემიერი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ტაშს არ უკრავენ.