ივანიშვილის პარტია არის ბიძინას ყრმების პარტია - ალეკო ელისაშვილი
ივანიშვილის პარტია არის ბიძინას ყრმების პარტია, რონელბიც შანტაჟით და შიშით არიანდ აწერილები - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ელისაშვილის მტკიცებით, “ივანიშვილი პირველ რიგში თუ ვინმეს უსმენს და უთვალთვალებს, სწორედ მისი უახლოესი გარემოცვაა“.
“ოცნებაში“ ყველა ერთ აზრზე არაა, ისინი შანტაჟით და შიშით არიან დაჭერილები. პირველ რიგში ყველაზე უახლოესი გარემოცვა ჰყავს დაჭერილი, რითი არ ვიტყვი, პირველი თუ ვინმეს უსმენს და უთვალთავლებს, ისევ თავის თანაგუნდელებს, ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, კონკრეტული სახელები და გვარები ვიცი, თუთიყუშივით იმას, რომ იმეორებენ, რასაც ეტყვიან, სწორედ მაგის გამო იმეორებენ“, - თქვა ელისაშვილმა.