"ოცნება" იმსახურებს, რომ თავად იყოს გარიყული დემოკრატიული სამყაროსგან და მარტომ ზიდოს სანქციების ტვირთი - ნაცვლიშვილი

25.09.24 11:15
"ოცნება" იმსახურებს, რომ თავად იყოს გარიყული დემოკრატიული სამყაროსგან და მარტომ ზიდოს სანქციების ტვირთი - ნაცვლიშვილი

კობახიძის გაუქმებული მიწვევა ბაიდენის მიღებაზე - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ოცნების" ხელისუფლება იმსახურებს, რომ თავად იყოს გარიყული დემოკრატიული სამყაროსგან და თავად, მარტომ ზიდოს სანქციების ტვირთი.

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავის თვალში აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს და აღარ წარმოადგენს ქართელ ხალხს საგარეო ასპარეზზე.

ჩვენ თვალს ვადევნებთ უპრეცედენტო შემობრუნებას და ძალიან საშიშ შემობრუნებას საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. ეს ხალხი, რომლებმაც ამ ქვეყნის კონსტიტუციური კურსი ძალადობით შეცვალეს და დაუპირისპირდნენ საქართველოს მომავალს, ახალგაზრდებზე ხელი აღმართეს და რუსული კანონი და რუსული პოლიტიკა გაატარეს ამ ქვეყანაში, იმსახურებს, რომ თავად იყოს გარიყული დემოკრატიული სამყაროსგან, თავად ზიდოს მარტომ სანქციების ტვირთი და არ უნდა დავუშვათ ის, რომ ეს ტვირთი გადმოანაწილონ მათ საქართველოს მოქალაქეებზე. ეს ხელისუფლება არ გამოხატავს არავის თვალში ქართველი ხალხის ინტერესებს, აღარ წარმოადგენს ეს ხელისუფლება ქართელ ხალხს საგარეო ასპარეზზე", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად "ამერიკის ხმისთვის" გახდა ცნობილი.

როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

მსგავსი სიახლეები