სენატში დაგეგმილი განხილვა აჩვენებს, რომ ისტორიული არჩევნების წინ აშშ ქართველი ხალხის გვერდზეა - სამადაშვილი

25.09.24 11:20
სენატში დაგეგმილი განხილვა აჩვენებს, რომ ისტორიული არჩევნების წინ აშშ ქართველი ხალხის გვერდზეა - სამადაშვილი

 სენატში დაგეგმილი განხილვა აჩვენებს, რომ ისტორიული არჩევნების წინ აშშ ქართველი ხალხის გვერდზეა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ახლა სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს ევროკავშირის და აშშ-ს სიკეთეები თუ ქვეყნის რუსეთისთვის გადაცემა და იზოლაცია. 

მეგობარი აქტის განხილვა დღეს აჩვენებს იმას, რომ როგორც ყოველთვის, აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდზე ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევნების წინ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ 26 ოქტომბერს ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, რა მომავალი ექნება საქართველოს: იქნება ეს ევროპული მომავალი, რომელსაც მხარს დაუჭერს აშშ, მოგვცემს შანსს უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, უსაფრთხოების თვალსაზრისით დახმარების, თავდაცვის უნარი გაძლიერების და სტრატეგიული თანამშრომლობის თუ ვიქნებით ჩვენ აშშ-ს მიერ სანქცირებული რეჟიმის პირობებში აბსოლუტურ, ფაქტობრივად, იზოლაციაში და საბოლოოდ გადაფორმებული რუსეთისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, დღეს, 25 სექტემბერს, "ქართველი ხალხის აქტზე" იმსჯელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დოკუმენტში საბოლოო შესწორებებს განიხილავენ. ორპარტიული კანონპროექტის ავტორები სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არიან. 

„ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ბრალდებული თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები