ღარიბაშვილი შარშან ბაიდენის მიღებას ესწრებოდა - კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

25.09.24 11:28
ღარიბაშვილი შარშან ბაიდენის მიღებას ესწრებოდა - კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

ირაკლი ღარიბაშვილი შარშან ბაიდენის მიღებას ესწრებოდა - ირაკლი კობახიძეს კი მიწვევა გაუუქმეს. 

გაეროს გენერალური ასაბლეა ყოველწლიურად იმართება და ყოველწლიურად საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. შარშან დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა და მას მაშინ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შესაძლებლობაც ჰქონდა. მათ შორის ის ესწრებოდა ბაიდენის ადმინისტრაციაზე ყოველწლიურ ტრადიციულ მიღებას და ფოტოებიც გადაიღო ამერიკის პრეზიდენტთან ერთად. 

წელს ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, იქ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძე, თუმცა საქართველოს ამჟამინდელი პრემიერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღება გაუუქმეს. 

აღნიშნულ საკითხზე "ოცნებაში" კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

დღეს კობახიძეს გამოსვლა აქვს გენერალური ასამბელის ფორმატში და საინტერესოა, რა გზავნილები ექნება პრემიერს ცივილიზებული სამყაროსთვის. 

ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად "ამერიკის ხმისთვის" გახდა ცნობილი.

  • როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.
  • გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

მსგავსი სიახლეები