"ოცნება" აშშ-გან და EU-გან მძიმე დარტყმებს მიიღებს, მაგრამ ყველაზე მძიმე სანქცია მათ ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს - ელისაშვილი

25.09.24 11:25
"ოცნება" აშშ-გან და EU-გან მძიმე დარტყმებს მიიღებს, მაგრამ ყველაზე მძიმე სანქცია მათ ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს - ელისაშვილი

"ოცნება" აშშ-გან და EU-გან მძიმე დარტყმებს მიიღებს, მაგრამ ყველაზე მძიმე სანქცია მათ ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საუბრობს.

ოპოზიციონერი ლიდერი დღეს სენატში დაგეგმილ "ქართველი ხალხის აქტის" განხილვას ეხმიანება და ამბობს, რომ ბევრი თმენის მიუხედავად, სტრატეგიულ პარტნიორებს "ოცნების" ანტიმოეკრატიული ქმედებები "ყელში ამოუვიდათ". 

პირდაპირ ლანძღავენ და თათხავენ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს და ყველანაირი ზომა, წონა, ზრდილობა და ყველაფერი დაკარგეს აბსოლუტურად. რამდენიმე წელია ითმენენ ამერიკელებიც, ევროპელებიც, იმიტომ, რომ კორექტული ხალხია და მართლა ჩვენი მეგობარი ხალხია. ამოუვიდათ ყელში და ისინი ძალიან მძიმე პოლიტიკურ დარტყმებს მიიღებენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირისგანაც, აშშ-განაც და უკვე დაიწყო ამ დარტყმების მიღება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა და ყველაზე მნიშნელოვანი სანქცია ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა გამოვუტანოთ ამათ 26 ოქტომბერს, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, დღეს, 25 სექტემბერს, "ქართველი ხალხის აქტზე" იმსჯელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დოკუმენტში საბოლოო შესწორებებს განიხილავენ. ორპარტიული კანონპროექტის ავტორები სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არიან. 

„ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ბრალდებული თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები