"რუხ კარდინალობას და ბიძინა ივანიშვილობას არ ვაპირებ" - გვარამია
საარჩევნო სიაში შესვლაზე უარის თქმის შემდეგ, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილის მსგავსად რუხი კარდინალი არ გახდება" და პოლიტიკურ პროცესებში ღიად და აქტიურად ჩაერთვება.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამარცხების პროცესში მონაწილეობას მიიღებს და პოლიტიკურ ველზე გადაწყვეტილებებს არა კულისებიდან, არამედ საჯაროდ გამოიტანს.
ამასთან, გვარამიას თქმით, ხვალ, 26 სექტემბერს გახდება ცნობილი იმ საარჩევნო სიის შესახებ, რომლითაც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლებს.
მე არ ვაპირებ რუხ კარდინალობას და ბიძინა ივანიშვილობას. მე ვაპირებ საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებას და საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს. ლიდერები იქნებიან, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, რომ უნდა იყვნენ, რადგან მათ მხრებზე გადაივლის ბრძოლის მთელი სიმძიმე, ჩემსაზეც, ოღონდ ამ შემთხვევაში, პარტიულ სიას ვგულისხმობ. თქვენ ნახავთ ამ სიას ხვალ. ის იქნება ძირითადად დაკომპლექტებული იმ ხალხით, რომელიც არ ყოფილა არცერთი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი. ჩემთვის ეს არის მიზანი და ეს მიზანი შესრულებულია. მიზნის მეორე ნაწილი არის ბიძინა ივანიშვილის გაშვება, რაც ასევე შესრულდება. მესამე ნაწილი კი იქნება ევროკავშირში შესვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდელები ამას აუცილებლად შეძლებენ ჩემთან ერთად", - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამია კოალიცია "ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიაში არ იქნება - ამის შესახებ კოალიცია "ცვილილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.