ზურაბ ჭიაბერაშვილი: საქართველოს მეგობრები ურყევად დგანან ქართველი ხალხის გვერდით და სენატის მოსმენა ამის მკაფიო დასტურია
„იმ სამწუხარო რეალობის ფონზე, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა მოაქცია, თუ რაიმე არის იმედის მომცემი და სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს მეგობრები ურყევად დგანან ქართველი ხალხის გვერდით და სენატის მოსმენა ამის მკაფიო დასტურია.“- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სენატში „მეგობარი აქტის“ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, ქვეყნის იზოლაცია, სიღატაკე, ეკონომიკური კოლაფსი, რასაც საფინანსო სანქციების კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვევს თუ ივანიშვილი მიიტაცებს ამ არჩევნებს და მეორე მხარეს არის უზარმაზარი სარგებელი, რაც წამოვა ევროპიდან და ამერიკიდან ქართველი ხალხისთვის":
იმ სამწუხარო რეალობის ფონზე, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა მოაქცია, თუ რაიმე არის იმედის მომცემი და სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს მეგობრები ურყევად დგანან ქართველი ხალხის გვერდით და სენატის მოსმენა ამის მკაფიო დასტურია. ისინი მკაფიო არჩევანს გვთავაზობენ ქართველ ხალხს. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, ქვეყნის იზოლაცია, სიღატაკე, ეკონომიკური კოლაფსი, რასაც საფინანსო სანქციების კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვევს თუ ივანიშვილი მიიტაცებს ამ არჩევნებს და მეორე მხარეს არის უზარმაზარი სარგებელი, რაც წამოვა ევროპიდან და ამერიკიდან ქართველი ხალხისთვის და თითოეული ოჯახისთვის, იგულისხმება ფინანსურიც, ეკონომიკური, პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ სენატის მოსმენა ამ მკაფიო არჩევანის ნაწილია და სასიხარულოა, რომ ჩვენი ამერიკელი დგანან ქართველი ხალხის გვერდით.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, დღეს, 25 სექტემბერს, "ქართველი ხალხის აქტზე" იმსჯელებენ.სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დოკუმენტში საბოლოო შესწორებებს განიხილავენ.
ორპარტიული კანონპროექტის ავტორები სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არიან.
„ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ბრალდებული თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.