ანტიკორუფციულის უკანონო გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ - რუხაძე

25.09.24 13:23
ანტიკორუფციულის უკანონო გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ - რუხაძე

"აირჩიე ევროპას" თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურო მათი ორგანიზაციის მიმართ უკანონობა ჩაიდინა. მისი თქმით, სამართლიანობის აღსადგენად ყველა ინსტანციის სასამართლოს მიმართავენ, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც.  

ჩვენ ყველა იურიდიულ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და ჩვენს მიმართ უკანონო მოპყრობა. ამისთვის გამოვიყენებთ, ბუნებრივია, სასამართლოს და შემდეგ უფრო მაღალ ინსტანციაში წავალთ და თუ დაგვჭირდება და საქმეს დასჭირდება, ცალკე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც იმ მუხლის კონსტიტუციურობას გავასაჩივრებთ, რომელზე დაყრდნობითაც, ჩვენ ვითომ პოლიტიკური პარტიები ვართ და როდესაც დრო მოვა, ამას წავიღებთ სტრასბურგში, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, - ამბობს რუხაძე.

რამდენიმე კვირის წინ ანტიკორუფიულმა ბიურომ საქალაქო სასამართლოს მიმართა და "აირჩიე ევროპას" ფინანსურ დოკუმენეტბზე წვდომა ითხოვა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ზეიპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა. ამის შემდეგ უკვე ორგანიზაცია "აირჩიე ევროპამ" გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა განაჩენის გამოცხადებამდე ანტიკორუფციულ ბიუროს ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტებზე წვდომა უკვე ჰქონდა. ამის მიუხედავად, რაჟდენ კუპრაშვილმა გუშინ რიგით მეორე ბრიფინგი გამართა და ორგანიზაციის წევრებს ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.   

მსგავსი სიახლეები