სუს-ის სახიფათო ხელშეკრულობა - ბელარუსის კაგებე-სთან გაფორმებული შეთანხმება ამოქმედდა

15.08.21 01:36
სუს-ის სახიფათო ხელშეკრულობა - ბელარუსის კაგებე-სთან გაფორმებული შეთანხმება ამოქმედდა

ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. შეთანხმება ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებას ითვალისწინებს. ასევე, შეთანხმებით გათვალისწინებულია წამომადგენლების ან ატაშეების გაგზავნა ერთმანეთის ტერიტორიებზე კონკრეტული, ან განუსაზღვრელი ვადით.