სლოვაკეთის პრემიერს ფოსტით გაუგზავნეს კონვერტი, რომელშიც ვაზნა იდო
რობერტ ფიცოს, რომლის ლიკვიდაციაც მაისში უკვე სცადეს, ფოსტით გაუგზავნეს კონვერტი, რომელშიც ვაზნა იდო.
პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთვის განკუთვნილი ფოსტის შემოწმებისას, თანამშრომლები წააწყდნენ კონვერტს, რომელმაც მათი ყურადღება მიიპყრო. რენტგენოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ შიგნით ვაზნა იდო, - წერს ადგილობრივი გამოცემა 7dni.
მომხდარს პოლიცია იძიებს.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერს თავს 16 მაისს დაესხნენ და 4 ტყვია ესროლეს.
ფიცოზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 71 წლის მწერალი და აქტივისტი, იურაი ცინტულა დააკავა.