ნუ გვიმალავთ სამართალს! - აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გამართა.
ახალგაზრდები მოსამართლეებს რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დროულ გამოცხადებას მოითხოვენ.
მათი თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადება გონივრულ ვადას გაცდა და მიზანმიმართულად ჭიანურდება, ეს კი ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ასევე არასამართლიან საარჩევნო გარემოს ქმნის.
ახალგაზრდები მოუწოდებენ მოსამართლეებს მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც ქართველი ხალხის სურვილია და არა ივანიშვილის რუსული მთავრობის.