"ნამდვილად სამარცხვინოა" - იან კელი საქართველოს ბელარუსულ კაგებესთან თანამშრომლობაზე

15.08.21 01:55
"ნამდვილად სამარცხვინოა" - იან კელი საქართველოს ბელარუსულ კაგებესთან თანამშრომლობაზე

აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოსა და ბელარუსულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს შორის ერთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას სამარცხვინოს უწოდებს. კელის თქმით, თუ საქართველოს მთავრობა აღნიშნულ შეთანხმებას არ გამოეთიშა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ "ქართული ოცნების" "პრიორიტეტები სხვაგანაა".

ნამდვილად სამარცხვინოა. საქართველოს მთავრობა ცოტა ხნის წინ გამოეთიშა შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იქნა მიღწეული. თუ არ გამოეთიშებიან ამ დოკუმენტს, ეს იქნება მორიგი ნაბიჯი, რომ მათი პრიორიტეტები სხვაგანაა,- ამბობს კელი.